Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

უძრავი ქონების შესახებ PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Administrator   
MONDAY, 05 SEPTEMBER 2011 08:07

შენობატურისტული სასტუმრო ,,მზეთა” დაუმთავრებელი მშენებლობა (თეთრი კარკასი) მდებარეობს კახეთში ქ. ლაგოდეხში მისამართზე ვაშლოვანის ქ. #189-191 ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძლის ცენტრალური შესასვლელის მიმდებარედ, ზღვის დონიდან 547 მ-ის სიმაღლეზე, ძალიან მიმზიდველ ბუნებრივ და კლიმატურ ზონაში, რაც დიდი რაოდენობით მეცნიერ ბიოლოგს, ტურისტს და დამსვენებელს იზიდავს მთელი წლის განმავლობაში.

ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ტემპის გათვალისწინებით დიდი ალბათობით არის სავარაუდო, რომ ლაგოდეხი ამ მხრივ ერთ-ერთი აქტიური არეალი გახდება, სადაც თავმოყრილია:

1. ძალიან კარგად შენახული ხელუხლებელი ბუნება ლაგოდეხის რაიონის მთლიანად და ლაგოდეხის ნაკრძალის სახით - რომელიც 26 000 ჰექტარს მოიცავს. ულამაზესი ათასწლოვანი ტყეებით, ჩანჩქერებით, ალპური საძოვრებით, ძალიან საინტერესო ფლორითა და ფაუნით. ინფორმაცია დაცული ტერიტორიების ვებ გვერდზე.

2. ძალიან კარგი კლიმატი მთელი წლის განმავლობაში ჰავა ნხევრად სუბტროპიკული, ზამთარ-ზაფხულის საშუალო ტემპერატურა - 140-160 , იშვიათი ქარებით, თოვლიანი ზამთრით: ნალექების წლიური რაოდენობა 1500-1700 მლ. მზიანი დღეების რაოდენობა 245.

3. ძალიან საინტერესოა შემოთავაზებული სასტუმროს ტერიტორია - ფართობით 3,0 ჰა. რომელსაც აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან ესაზღვრება ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი 700 მეტრის სიგრძეზე. ტერიტორიის ორივე მხრიდან (აღმოსავლეთი, დასავლეთი) 300 მ-ის დაცილებით ჩამოედინება მდინარეები ანკარა - სასმელი წყლით. ტერიტორიაზე მოედინება ამ მდინარის ტოტი. ტერიტორიაზე შეყვანილია სასმელი წყალი (მუდმივი, მაღალი ხარისხის, რაც კახეთის ზონისათვის იშვიათია) ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.

4. ძალიან საინტერესოა თვით შენობა, ზომები 20,0X32,0მ2. აშენებულია 1996-2008 წლებში რკინა-ბეტონის კარკასული ტიპისაა I, II და III სართულები, IV სართული მაღალი მანსარდი. კარკასი შევსებულია სამშენებლო ბლოკით. ფასადის (აღმოსავლეთი) მხრიდან მოპირკეთებულია სახიანი აგურით.

სართულშორისი გადახურვა I-II სიმკარებით, II-III და III-IV მონოლითური რკინაბეტონის პლიტა-იატაკი.

სახურავი მოთუთიებული თუნუქი, სახურავის ქვეშ ორმაგი თბოიზოლაცია და შელესვა ჯერ რთული ნარევით, შემდეგ გაჯით.

ელექტროგაყვანილობა სპილენძის ორმაგი იზოლაციის კაბელი კვეთი 4 მმ2.

ფანჯრები ალუმინის, მინა 6 მმ სისქის. ლესვა შავი პირი რთული ნარევი, თეთრი პირი - გაჯით.

I სართულის ჭერის სიმაღლე - 3,50მ.
II სართულის ჭერის სიმაღლე - 3,30მ.
III სართულის ჭერის სიმაღლე - 3,30მ.
IV სართულის ჭერის სიმაღლე - 2,0-3,20მ.

ყველა სართულის სასარგებლო ფართი განთავსებულია ცენტრალურად მდებარე ღია კიბის უჯრედის გარშემო, რომლის სიმაღლეა 9 მ. სამმაგი განათებით რითაც იქმნება შიდა ეზოს განწყობილება. II სართულზე განლაგებულია მუსიკალური (საკონფერენციო) დარბაზი 2 განათებთ. ჭერის სიმაღლე - 4,50 მ. ზომები 13,0X9,0მ2. დასავლეთის მხრიდან 3 აივანი (I II III სართულზე) რკინა ბეტონის მონოლითური პლიტა - იატაკით ფოლადის საყრდენებზე. ხედები აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით და დასავლეთით ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის მთიანი ლანდშაფტი ტყით დაფარული მთებით და ალპური საძოვრებით, სამხრეთით - ალაზნის ველი.

5. სიახლოვე ქვეყნის დედაქალაქთან მანძილი 140 კმ. მაღალი ხარისხის ავტოგზა იფარება 2,0 საათში. მანძილი ქ. ლაგოდეხის ცენტრიდან 2,0 კმ. სასტუმროს ტერიტორიაზე არის საშუალება მოეწყოს სპორტული მოედნები, საჯინიბო ცხენებისათვის სასეირნო მოედნით (სასეირნოდ შეიძლება გასვლა ნაკრძლის ტერიტორიაზეც), ასაფრენ-დასაფრენი მოედანი - პორტი შვეულფრენისათვის (მოედანი მოწყობილია). დიდი ტბორი გამდინარე წყლით, წყლის წისქვილი, საცურაო აუზი, საარყე - ,,ზავოდი”, პურის საცხობი - თონე, სხვა ინფრასტურქტურული ობიექტები. ტერიტორიაზე დაწყებულია ეკლესიის მშენებლობა - საძირკველი აკურთხა ნეკრესის მიტროპოლიტმა სერგიმ. სასტუმრო უზრუნველყოფს ტეურისტულ მომსახურებას, როგორც ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ღირსშესანიშნავი ადგილების, ასევე მთლიანად კახეთის ისტორიული ძეგლების მონახულების პროცესში. ობიექტი იყიდება მთლიანი ტერიტორიით ან ტერიტორიის ნაწილით. შესაძლებელია აგრეთვე პროექტის რეალიზაცია თანამონაწილეობის პრინციპით წილის გადაცემით ან ერთობლივი საწარმოს შექმნით. პროექტი პერსპექტიულია!

პროექტის არეალში თავმოყრილია ძალიან საინტერესო პარამეტრები: კარგად შენახული ბუნების ძეგლით - ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი, შესანიშნავი კლიმატი, სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგები - მევენახეობა - რთველი, მებოსტნეობა - ლაგოდეხის კიტრი და პომიდორი, მებაღჩეობა - საზამთრო და ნესვი, კაკალი და თხილი, თაფლი და ა.შ. მოწესრიგებული კომუნიკაციები, სიახლოვე დედაქალაქთან. მთავარი კი არის ის, რომ ტურისტული იფნრასტრუქტურას ლაგოდეხში მხოლოდ ეხლა ეყრება საფუძველი და ეს ნიში დაუკავებელია. ამიტომ კონკურენცია ფაქტიურად არ არსებობს და პერსპექტივა ბიზნესის თვალსაზრისით სრულიად რეალური და მიმზიდველია.

თანამონაწილეობის პრინციპით პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში სასტურმოს შესაძლებელია მიებას აგროტურისტული ობიექტი - ფერმერული მეურნეობა 20 ჰა. ფართობზე, რომელიც სასტუმროდან 4 კმ-ით არის დაცილებული. 5,0 ჰა. თხილის ბაღით. 4 ჰა ვენახით, 2,0 ჰა. ხილის ბაღით. 2,0 ჰა ტყით და 7 ჰა სახნავი მიწით. განსაკუთრებული ეფექტი ვიზიტის პირობებში წელიწადის ნებისმიერ დროს.

LAST_UPDATED2
 


მესაკუთრე Umbrella LTD
Designed by: free joomla theme cheap website hosting Valid XHTML and CSS.